fbpx

ქვეყნიდან გაპარვის გეგმებს რომ ამუშავებ, გაიგეს შენებმა?-დიმიტრი სამხარაძე გახარიას

დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიას მიმართავს-

ბოლს ვინც მიუხვდა პოლიტიკურ თაღლითობას და ამის გამო მიატოვა, გაემიჯნა და სიმართლის მხარეს დადგა, თურმე მასზე ზეწოლა განხორციელებულა 🤦🏻‍♂️ სხვას რატომ აბრალებ იმას რაც შენ თვითონ გაიჩალიჩე? ჩამოგითვალო შენი გუნდის დაშლის მიზეზი?

1. შენ და ნაცებმა მოილაპარაკეთ, იქნებ კახა კალაძე მეორე ტურში გადავიყვანოთო და თბილისის მერობის კანდიდატად შემოგაგორეს.

2. ბოლი! ხალხს ვადამდელ არჩევნებს პირდები და ვითომ ყველა შეგყავს საპარლამენტო სიის მე-10 და მე-11 ნომრებად. ბევრი მიხვდება😉

3. ტყუილებს უყვები შენს გუნდის წევრებს, თითქოს არჩევნების შემდეგ გადაუხდი ვალებს, რომლებიც ააღებინე. შენს აქტივს გურიაში მანქანები რატომ გააყიდინე?

4. ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს ხალხიო, ჭუტატივიში იჭორავე. ხალხს პატივი ეცი და ნუ გგონია შენნაირი უმადური!

5. ფულს რისთვის თხოვდი ოცნებას?

6. პოლიციელებს რატომ ლანძღავ?

7. ნაცების პიარშიკები რატომ გეხმარებიან განცხადებებში?

8. როგორ უტარებდნენ შენი მონები ხალხს აგიტაციას, თითქოს, შენი პარტია და ოცნება ერთია?

9. ქვეყნიდან გაპარვის გეგმებს რომ ამუშავებ, გაიგეს შენებმა?

10. ოცნება დაიშლებაო ხო? რეალურად, ყველა ვუყურებთ, თავად როგორ გეშლება პარტია!რასაც ვწერ ფაქტებია, დანარჩენი პოლიტიკური კეკლუცობა! ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხალხს, ვინც შენს აფერისტობას მიგიხვდა და სიმართლის მხარეს დადგა! ნამდვილი პატრიოტები ყოფილან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება