fbpx

ქვეყანაში კარანტინში არ გამოცხადდება-გიორგი გახარია

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კარანტინში არ გამოცხადდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა,

როგორც გახარიამ განაცხადა, გახარიას, კიდევ ერთ “ლოკდაუნს” ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს

“დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც დაინფიცირების ალბათობას 90%-ზე მეტს ამცირებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა”, – აღნიშნა პრემიერმა.

გახარიას ინფორმაციით, 19 ოქტომბრიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღე ჩატარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება