ღონისძიება საზეიმოდ ფოლკლორული ანსამბლ „ბეთანიას“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერით გაიხსნა.
ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვებს სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა-დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე-მიხეილ გედეხაურმა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
,,დღეს ჩვენ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი.
მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2023 წელი თითოეული ჩვენგანისთვის.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება 2 იანვარს გაიმართება, სადაც ველოდებით ყველას რათა ერთად ავღნიშნოთ ახალი 2023 წელი”
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-დავით კარგარეთელი.
ღონისძიებაზე ბავშვებისთვის მოეწყო “უჯმა და ბავშვების” გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირებისა და თოვლის ბაბუას მონაწილეობით. საღამო კი მუსიკალურად გააფორმეს ადგილობრივმა ანსამბლებმა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.