fbpx

ქვემო ქართლის რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კარგარეთელთან ერთად Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კარგარეთელთან ერთად Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის დირექტორთა საბჭოს წევრებს, მიხეილ შათაშვილსა და სერგეი მილერსს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე Tbilisi Hills Golf & Residences რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რადგან გოლფის მოედანი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური პროექტია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე და ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროექტი, საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლებს, რაც მის ეკონომიკურ პოტენციალს ყოველწლიურად ზრდის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, და Tbilisi Hills-ის გოლფის მოედნის სამეთვალყურეო საბჭოს ასისტენტი, თეა მიქაუტაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება