fbpx

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 162
ოჯახს საახალწლო ნობათი გადასც


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და
ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად, მოწყვლადი
კატეგორიის 162 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი
უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ წინასაახალწლო
ნობათი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ საშობაო ნობათი „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა
ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის
მომავალშიც გაგრძელდება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს წინა საახალწლო ტრადიციას და
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათს გადასცემს. წელს საახალწლო
ნობათი 162-მა ოჯახმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ
ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად
ვიზრუნოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებზე. მსურს, დამდეგი შობა-ახალი წელი
თითოეულ ბოლნისელს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო”, –
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება