fbpx

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამა“ დაიწყო


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეხვედრები სოფლებში:
სენები, ბერთაკარი, ძეძვნარიანი და იწრია გამართა და სოფლებში არსებულ
პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
ხმათა უმრავლესობით, სოფლებში: სენები, ძეძვნარიანი, იწრია გარე განათების ქსელის
მოწყობის პროექტი გაგრძელდება, სოფელ ბერთაკარში კი სასაფლაო შემოიღობება.
შეხვედრებზე დასახელებული სხვა პროექტები, რომლებიც „სოფლის განვითარების
პროგრამის“ კრიტერიუმებში არ ჯდება, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით
შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით
განხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის
მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
„მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამის
ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას
შევძლებთ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა სოფელსა
და დასახლებაში გავმართავთ შეხვედრებს და მოსახლეობის მოსაზრებებს მოვისმენთ.
ჩვენი მოქალაქეები თავად აარჩევენ მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს,
ეს კი, ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამის ეფექტურობას უდავოდ განაპირობებს“, –
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება