fbpx

ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება


სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის
მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია
კეთილმოეწყო.
სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით; დამონტაჟდა
ურნები, საბაღე და საქანელა სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული
ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო ცხოველების გასასეირნებელი სივრცე;
დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით
შემოიფარგლა.
აღნიშნულ მისამართზე კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.
ასევე, გამწვანების სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
პროექტისთვის, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ალგე ჯგუფი“
შეასრულა, ბიუჯეტიდან 1 407 843 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის
რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საქართველოს პარლამენტში სამგორის
მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება