ქეთევან მიქიაშვილი: ცოტნე ივანიშვილმა რომ თქვა, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი უცხო ძალების მიერ არის დაქირავებულიო, ეგ ხომ ასპროცენტიანი ჭეშმარიტებაა – ადრე ანეკდოტი დადიოდა ქალაქში, პლეხანოველ მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე, გარე-გარე დაიარება, სამაგიეროდ მუდამ დაბანილიაო. ჩვენს ოპოზიციაზეა მორგებული, როდის იყო ნამუსგაყიდული და სულგაყიდული ადამიანები დაბანით სპეტაკდებოდნენ?

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ სქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც უცხოეთის მიერ არის უკვე დაქირავებული, შესაბამისად, მათ ქართველი ხალხი ვეღარ დაიქირავებს. მიქიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, რომელიც ნამუსგაყიდული და სულგაყიდულია, “დაბანით” ვერ გახდება სპეტაკი. “ცოტნე ივანიშვილმა რომ თქვა გუშინ, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი უცხო ძალების მიერ არის დაქირავებული და ქართველი ხალხი მათ ფიზიკურად ვერ იქირავებსო, ეგ ხომ ასპროცენტიანი ჭეშმარიტებაა. ჰოდა მაგაზე გამახსენდა, ადრე ანეკდოტი დადიოდა ქალაქში – პლეხანოველ მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე, გარე გარე დაიარება, მაგრამ სამაგიეროდ მუდამ დაბანილი დადისო. ჩვენს ოპოზიციაზეა მორგებული ზუსტად – როდის იყო ნამუსგაყიდული და სულგაყიდული ადამიანები დაბანით სპეტაკდებოდნენ?” – წერს ქეთევან მიქიაშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება