აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტში
ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ
2026 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების წარდგენა.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის
მოადგილემ რავშან ბეჟანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა
თურმანიძემ და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო
დოლიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა ცენტრის
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.