fbpx

ქართულ ოცნებას, სავარაუდოდ გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ნარკოტიკს მოიხმარს-გიორგი მშვენიერაძე

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძის თქმით, ქართულ ოცნებას, მისი ვარაუდით, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა? დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული ვიკილიქსი. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან”, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, რომ  “გიორგი გახარიას ნარკოტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება