fbpx

ქართულ ამერიკულ ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება

პარტნიორული ურთიერთობები ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, თანასწორუფლებიანობაზე დამოკიდებული და სწორედ ევროპული ღირებულებების ნაწილია ის, რომ საჯარო პოლიტიკას უნდა ჰქონდეს უპირატესობა, ვიდრე კულისებს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკდიებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-შ განაცხადა.

„კულისები ასევე მისაღებია პოლიტიკაში, მაგრამ ბოლო პერიოდში რატომღაც უფრო მაღალი წონა შეიძინა კულისებმა. მე ვფიქრობ, რომ ამ კულისებში მონაწილე პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ზედმეტად გაერთნენ იქ მიმდინარე პროცესებით და დაავიწყდათ, რომ იქ მიღებული გადაწყვეტილებები თუ წამოჭრილი საკითხები ეხება ქვეყანას, საზოგადოებასა და მის უსაფრთხოებას. არ შეიძლება, რომ ყველაფერი გადავიდეს კულისებში და საზოგადოების ბედს წყვეტდეს თუნდაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის რომელიმე პირი საზოგადოებისგან დამალულად. ჩვენი ვალი სწორედ ის არის, რომ გამოვიტანოთ გარეთ ის, რაც მაღალ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება