fbpx

ქართული საწარმო დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს !

კორონავირუსის პანდემიის დროს სამედიცინო აღჭურვილობის საკმარისი მარაგის არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობის გახდა.

რამდენიმე თვის წინ შექმნილმა ქართულმა საწარმომ  „დოქტორ გუდმა“ წარმოება გააფართოა და კომპანია უკვე  დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს.

წარმოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი ადგილზე გაეცნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმო სახელმწიფოს დახმარებით დაფუძნდა, ხოლო სააგენტოს  შუამდგომლობით მოახერხა დამატებითი სახსრების მოზიდვა და წარმოების გაზრდა. 

საწარმო „დოქტორ გუდს” 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით. რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით თიბისი ბანკის სესხი მიიღო წარმოების გასაფართოებლად.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, რაშიც 60 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 

კომპანიაში  თანამშრომლებს რაოდენობა 5-დან 70-მდე გაიზარდა.

გაუზიარე!

Shares