fbpx

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა. “დაბა ჩაქვის მოსახლეობას შევხდით. ადგილობრივებს ჩვენი გეგმები და პრიორიტეტები გავაცანით. ჩაქვში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი, როგორც გზების მოწყობის, ასევე წყლის სისტემების განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს.შეხვედრისას მოსახლეობისგან, მათ წინაშე არსებული საჭიროებები მოვისმინეთ. ამავე დროს მივიღეთ არაერთი საინტერესო წინადადება და რეკომენდაცია. ჩვენი მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი განვითარება უზრუნველვყოთ, რაც ბუნებრივია ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს”-აცხადებს ლევან ზოიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება