fbpx

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ თბილისის კონფერენცია გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ თბილისის კონფერენცია გამართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის თბილისის საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარუდგინა და ორგანიზაციის მიზნები გააცნო. გაკეთდა თემატური მოხსენებები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი, მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ნინო ვარდოსანიძე, ხატია წილოსანი. თბილისის კონფერენციით დასრულდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები, რომელიც ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება