ღონისძიება მიეძღვნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს.
წმინდანთა ცხოვრების შესახებ ლექცია-სემინარს უძღვებოდნენ ისტორიკოსები ზეინაბ აბულაძე და ბესარიონ ფაღავა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა ანსამბლებმა “მთის არწივმა“ და „ათინათმა” საეკლესიო საგალობლები შეასრულეს.
შეხვედრას “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ინფირმაციას ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი ნინო სარდლიშვილი ავრცელებს










