fbpx

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს.


პირველი შეხვედრა 2 მარტს, ბათუმში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება