უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, იანოშ ლატორკაისთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ, იანოშ ბოკასთან.
