🔵 „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართა, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდნენ.
🔹 კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
🔹 „ქართული ოცნების“ დიდუბის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირმა ზავრადაშვილი აირჩიეს, ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ – რიმა ბერაძე.
🔹 „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 კონფერენციას მართავს. პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარაში.













