fbpx

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კაბნდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს ქალაქ ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრას

დავით შერაზადიშვილი მოსახლეობას მაჟორიტარობის

კანდიდატთან ერთად შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კაბნდიდატი
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს ქალაქ ბოლნისში
მოსახლეობასთან შეხვედრას. ამჯერად ის მაჟორიტარობის
კანდიდატ დავით ჯაფარიძესთან ერთად ამომრჩეველს კულტურისა
და დასვენების პარკში, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატებმა ადგილობრივებთან
ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენმა გუნდმა, დაგეგმა და განახორციელა ბოლნისისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განათლების, ჯანდაცვის,
სოციალური, ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურისა და
სპორტის მიმართულებებით.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რა თქმა უნდა გაგრძელდება.
ბოლნისი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რაც ტურისტებისთვის
მიმზიდველია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ამ
მიმართულებით მეტად განვავითაროთ ჩვენი ქალაქი,“ – განაცხადა
დავით შერაზადიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება