fbpx

,,ქართული ოცნება,, შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა არის ფარსი, ტყუილი და პარტნიორების შეურაცხყოფა.

„გახსოვთ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში, იყო ჩვეულებრივი ბაზარში რომ არის ვაჭრობა, ასეთი ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ყველა ის რეფორმა, დაწყებული გვქონდა ამ ხელმოწერამდეც, ამ დოკუმენტის არსებობამდე, ამის შემდეგაც გავაკეთეთ, ველოდეთ 100 დღე, მიუხედავად მოწოდებებისა, თხოვნებისა ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან, მათ იგნორირება მოახდინეს ჩვენი პარტნიორების და არ მოაწერეს ხელი.

ეს საბავშვო ბაღი არ არის, ეს პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ და ეს არის რეალურად ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და შემდეგ არის სხვა ყველაფერი. ჩვენ ველოდით, ამის შემდეგ მოვახდინეთ ანულირება და გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, რადგან ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალიდური, როდესაც ორი მთავარი მხარე აწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვედით და განვაცხადეთ, რომ თემა დახურულია, ასევე განვაცხადეთ, რომ ყველა რეფორმა გრძელდება. გამორიცხულია, „ქართული ოცნება” ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება. „ნაცმოძრაობის” მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი და შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორების და მთლიანად საზოგადოების”, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ნაცმოძრაობამ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი მოაწერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება