fbpx

ქართული ოცნება ეს ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, რომელსაც ჰყავს თავისი ღვთაება

 

ივანიშვილმა დაიწყო ფაქტობრივად არა პარტიის მშენებლობა, არამედ ახალი რელიგიის მშენებლობა დაიწყო და შექმნა კიდეც – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“რაღაც მომენტში, მან გადაწყვიტა მარტო დარჩენა. ზეადამიანის კომპლექსი გაუჩნდა, შეიძლება ითქვას. მე ამას მაინც კომპლექსს დავუძახებ და მან დაიწყო ფაქტობრივად არა პარტიის მშენებლობა, არამედ ახალი რელიგიის მშენებლობა დაიწყო და შექმნა კიდეც. “ქართული ოცნება” ეს ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, რომელსაც ჰყავს თავისი ღვთაება თავის ყველა ატრიბუტით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება