fbpx

“ქართული ოცნება” არის ველური ორგანიზაცია, რასაც არ უნდა მოაწეროს ხელი ყველაფერი რომ გაწყობდეს, ის მაინც მოგატყუებს-გიგი უგულავა

მა, 

როგორც  გიგი უგულავა  აღნიშნავს, ოპოზიციას ერთობის ახალი საფუძვლები სჭირდება.

“ქართული ოცნება” არის ველური ორგანიზაცია. რასაც არ უნდა მოაწეროს ხელი ყველაფერი რომ გაწყობდეს, ის მაინც მოგატყუებს. ეს თუ ვინმეს არ ესმის, მაშინ იმის ადგილი პოლიტიკაში ნომინალურია. უნდა წავართვათ, ის, რაც არ ეკუთვნით და გავაგრძელოთ ბრძოლა. რა თქმა უნდა “ქართული ოცნებისგან” ველოდები ყველანაირ ველურობას, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვჭირდება ერთობის ახალი საფუძვლები, ამიტომ გვჭირდება ჩვენ ერთიანი კანდიდატი თბილისის მერად, რომ რეალურად დავამარცხოთ და არა ლაპარაკის დონეზე.

იმის იმედი, რომ “ქართული ოცნება” მძევლებს აღარ აიყვანს, ან მე არ დამიჭერს, ან ვინმე სხვას, მე არ მაქვს, როგორ შეიძლება მქონდეს იმედი, როდესაც ვსაუბრობ ჭკუიდან დაცლილ ოლიგარქზე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი”, – აცხადებს გიგი უგულავა.

როგორც უგულავა განმარტავს, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ ოპოზიციას კოალიციური მუშაობა შეუძლია.

“ჩემი პირადი აზრია, რომ აქამდე ვიყავით გაერთიანებული პოლიტპატიმარ ნიკა მელიას გარშემო, ახლა უნდა ვიყოთ გაერთიანებული მერობის ერთიან კანდიდატ, ნიკა მელიას გარშემო. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ ოპოზიციას კოალიციური მუშაობა შეუძლია”,- აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება