fbpx

ქართველ ენჯეოშნიცას შეუძლია თქვას, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აცდენილია ხალხის ნებას და ამ დროს მაგიდაზე ედოს მისი სათაყვანებელი NDI -ის კვლევა, სადაც წერია რომ ხელისუფლებას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთდროულად აღებულს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველ ენჯეოშნიცას შეუძლია თქვას, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აცდენილია ხალხის ნებას და ამ დროს მაგიდაზე ედოს მისი სათაყვანებელი NDI -ის კვლევა.

როგორც მეგრელიშვილი წერს, მას ასევე არ ახსოვს საკუთარი კვლევა, სადაც ხალხი ამბობს, რომ NGO-ებს ხალხის 1%-ზე ნაკლები ენდობა.

„მხოლოდ ქართველ ენჯეოშნიცას შეუძლია თქვას, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აცდენილია ხალხის ნებას და ამ დროს მაგიდაზე ედოს მისი სათაყვანებელი NDI -ის კვლევა, სადაც წერია რომ ხელისუფლებას უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთდროულად აღებულს.
ასევე არ ახსოვს საკუთარი კვლევა, სადაც ხალხი ამბობს, რომ NGO-ებს ხალხის 1%-ზე ნაკლები ენდობა.“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება