fbpx

ქალებს რომ ავტობუსის გაჩერებებზე ჩეხავენ, სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან სად არის პროკურატურა?-ნათია მეზვრიშვილი

სად არის პრემიერი, გენპროკური, შს მინისტრი? – რატომ აღარ არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტი? – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ქალებს რომ ავტობუსის გაჩერებებზე ჩეხავენ, მაინტერესებს სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან სად არის პროკურატურა? თუ გგონიათ 2 ხაზიანი ნიუსი, რომ მკვლელი დაკავებულია და ბრალი წარედგინა, საკმარისია?
რატომ აღარ ტარდება პერიოდული ბრიფინგები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები – მინისტრი, გენერალური პროკურორი, პრემიერი და ა.შ. იტყვიან, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ისევ პრიორიტეტია, რომ ყველა მოძალადე უმკაცრესად დაისჯება !

რატომ არის ერთობლივი ძალებით და უდიდესი შრომით მიღწეული შედეგები შეტოვებული მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტემენტზე? რატომ აღარ არის სამინისტროს და ძალოვნების პრიორიტეტი ფემიციდის პრევენცია?

ალბათ, გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ ერთი და ორი შემთხვევა ყოველთვის ხდება და ამაზე ამბის ატეხვა პროვოკაციაა ან სადმე ოცნების მიერ დასპონსორებულ რომელიმე „სიმართლის მღაღადებელ“ გვერდზე მოვხვდები, მაგრამ ფაქტია – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი მძიმე ფაქტები საჯარო თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა. და ეს არის შედეგი გაბედული, ხმამაღალი პოლიტიკის არარსებობის და დუმილის, რაც ამ ტიპის დანაშაულს მხოლოდ ახალისებს.

სამაგიეროდ ოცნებას იცლის, რომ ყველგან, სადაც შესაძლებლობა აქვს, ტროლები და ბოტები მომასიოს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი (რითაც ძალიან ვამაყობ), კარიერის შავ ლაქად წამომაძახოს. გასაგებია, როგორც ჩანს, ასეთია ოცნების პოლიტიკა. რეალურად ზუსტად ამისთვის ვიბრძოდით Goga KhatiashviliLonda ToloraiaNino Javakhadze, რომ ქალებისთვის, შვილების დედებისთვის ავტობუსების გაჩერებებზე მოძალადე კაცებს ყელი არ გამოეჭრათ.

და სირცხვილი პოლიტიკოსებს, მედიას, ექსპერტებს და ყველას, ვის დღის წესრიგშიც დღეს ეს საკითხი დაკარგულია. როგორც ჩანს, ზოგისთვის ოცნების და ნაცმოძრაობის ერთმანეთთან ბრძოლა უფრო საინტერესოა,” – წერს ნათია მეზვრიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება