fbpx

ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომღერალ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა.

დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის“,- წერს პრემიერი.

21 ივლისს ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.  ქართული სცენის ლეგენდის პირველი საიუბილეო კონცერტი წინანდალში იგეგმება, 26-28 აგვიტოს ბათუმში ორი საღამოა დაგეგმილი. საფინალო კონცერტით, პრიმა არტისტის იუბილე, ფილარმონიის სცენაზე დაგვირგვინდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება