fbpx

ქალბატონი კელის ზღვარსგადასული, არადიპლომატიური მოღვაწეობა, მისი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ღია ზეწოლა ხელისუფლებაზე, სახელმწიფოს მტრებთან ფინანსური კონტაქტები და მათი მხარდაჭერა, დიდი ხანია, ქართული საზოგადოების გაღიზიანების, უნდობლობის, საშიშროების განცდის სერიოზული მიზეზი გახდა

ალბათ , გაგიკვირდებათ, რატომ ვიწყებ ზაზა შათირიშვილის ძალზედ საინტერესო წერილზე გამოხმაურებას ამერიკის ელჩის ციტირებით.

გეტყვით… ქალბატონი კელის ზღვარსგადასული, არადიპლომატიური მოღვაწეობა, მისი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ღია ზეწოლა ხელისუფლებაზე, სახელმწიფოს მტრებთან ფინანსური კონტაქტები და მათი მხარდაჭერა, დიდი ხანია, ქართული საზოგადოების გაღიზიანების, უნდობლობის, საშიშროების განცდის სერიოზული მიზეზი გახდა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას.

როგორც ხოფერია სოციალურ ქსელში წერს,  აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება იმის თაობაზე, რომ შეერთებულ შტატებს არასდროს მოუხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ქვეყნის ომში ჩასართავად,  ინსინუაციაა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრს ვეღარ შეცვლის.  მისივე თქმით, საზოგადოების აზრი ფაქტებს ეყრდნობა და მიზეზ-შედეგოვრივია, ზაზა შათირიშვილის წერილში კი სწორედ ფაქტებია მოყვანილი.

„ასეთია საზოგადოების აზრი, რომელიც მიზეზ-შედეგოვრივია. მიზეზიც სახეზეა და შედეგიც და ამას ქალბატონი ელჩის პერიოდული ინსინუაცები ვეღარ შეცვლის!

ჭეშმარიტება ფაქტებშია! აი, სწორედ ფაქტები არის მოყვანილი ბატონი ზაზა შათირიშვილის ქვემოთ დართულ წერილში.

დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არსებობს საქართველოში! მას აქვს დიდი ავტორიტეტი და გავლენა ნებისმიერ ჩვენთაგანზე ანუ სახელმწიფოზე, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია გააჩნია… ე.ი ხალხის ძალას, აზრს, გადაწყვეტილებებს ეყრდნობა!“ – აღნიშნავს ხათუნა ხოფერია.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა ხორციელდება შვეიცარიის ბანკის გავლით, ამერიკული დაკვეთით და აშშ-ის ელჩის კონტროლით.

„კელი დეგნანი – საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, ქვეყანა ომში ჩართულიყო.

ალბათ , გაგიკვირდებათ, რატომ ვიწყებ ზაზა შათირიშვილის ძალზედ საინტერესო წერილზე გამოხმაურებას ამერიკის ელჩის ციტირებით.

გეტყვით…

ქალბატონი კელის ზღვარსგადასული, არადიპლომატიური მოღვაწეობა, მისი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ღია ზეწოლა ხელისუფლებაზე, სახელმწიფოს მტრებთან ფინანსური კონტაქტები და მათი მხარდაჭერა, დიდი ხანია, ქართული საზოგადოების გაღიზიანების, უნდობლობის, საშიშროების განცდის სერიოზული მიზეზი გახდა.

სწორედ ამ მიზეზმა გამოიწვია შედეგი ,რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მყარად არის დამკვიდრებული – სახელმწიფო, რომელსაც კელი დეგნანი წარმოადგენს, მისი ელჩის და მასთან დაახლოებული საქართველოს მტრების მეშვეობით, ახდენს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე ომის დაწყების მიზნით!

დიახ!… ასეთია საზოგადოების აზრი, რომელიც მიზეზ-შედეგოვრივია. მიზეზიც სახეზეა და შედეგიც და ამას ქალბატონი ელჩის პერიოდული ინსინუაცები ვეღარ შეცვლის!

ჭეშმარიტება ფაქტებშია! აი, სწორედ ფაქტები არის მოყვანილი ბატონი ზაზა შათირიშვილის ქვემოთ დართულ წერილში.

დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არსებობს საქართველოში! მას აქვს დიდი ავტორიტეტი და გავლენა ნებისმიერ ჩვენთაგანზე ანუ სახელმწიფოზე, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია გააჩნია… ე.ი ხალხის ძალას, აზრს, გადაწყვეტილებებს ეყრდნობა!

ხომ ესაა დემოკრატია, ქალბატონო კელი?… ესაა!…

სწორედ ამიტომ გახდა ომის დაწყებისთვის საჭირო იარაღი ბიძინა ივანიშვილი. იარაღი, რომლითაც საქართველოს დაჩოქება გადაწყვიტეს.

“ერების დამონების ორი გზა არსებობს- იარაღით და ვალით”- ჯონ ადამსი

კარგად იყენებს პოლიტიკური გავლენებისთვის ვალების, გრანტების და ბანკების თემას ამერიკის შეერთებული შტატები! დიახ, ეს არის დღეს მთავარი იარაღი ერების დამონების, განადგურების, დაჩოქების.

ვერც შევეიცარიის ათწლეულებით გამობრძმედილი, საიმედო საბანკო სისტება გადაურჩა ამ უკანასკნელის წნეხს. სულ რამოდენიმე წლის წინ მიაღებინეს შვეიცარიის პარლამენტს კანონი – ამერიკის საგადასახადო სამსახურთან (IRS) თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ამ კანონზე დაყრდნობით ხდება ნებისმიერი ანგარიშის გახსნა, მფლობელის გამჟღავნება, დასანქცირება. სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით დაკარგეს შვეიცარიის ბანკებმა დამოუკიდებლობა და სანდოობა. დღეს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ბანკის პოზიციას. გადაწყვეტილებას იღებს შვეიცარიის სახელმწიფო, ანუ ხელისუფლება, ანუ პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამერიკის სრული დიქტატისა და შანტაჟის ქვეშაა.

აი, ასე დაანგრიეს შვეიცარიის სახელმწიფო ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი- ბანკები – მსოფლიო საბანკო სისტემის ხერხემალი!

აი, ასე ხდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე შვეიცარიის ბანკის გავლით, ამერიკული დაკვეთით და ამერიკის ელჩის კონტროლის ქვეშ!

მოკლედ, არისტოტელესი არ იყოს, კელი დეგნანს პატივს ვცემ, მაგრამ ჭეშმარიტებას მეტად!

ჰო, კიდევ ერთი , ჭეშმარიტება ხომ ფაქტებშია!…

ჰო და, ფაქტია, რომ არ ტყდება ეს კაცი, არ ექვემდებარება შანტაჟს, მუქარას, სანქციებს…არ ღალატობს სამშობლოს! უყვარს ბიძინას ეს ქვეყანა! ძალიან უყვარს!

მაგრამ რად გინდა….

ვერ გაიგებს ამას ვერც კელი, ვერც ჯო, ვერც ბილი, ვერც სალომე…. ვერ გაიგებს…. არ იციან და თუ გინდა შეე…კითხე!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება