ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი,
პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი ბენაშვილი, სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მერაბ კოსტავას ეროვნულ მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ბიუსტის ავტორია, მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.
ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე წნორის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.