ქალაქ სიღნაღში, 22 ნოემბერს ,,შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართება

შემოდგომის ფესტივალთან დაკავშირებით, სიღნაღის მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოეწყობა:ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;

ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და გასტრონომიული კუთხე; ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოები.

გაიმართება მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.

ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება