fbpx

ქალაქ დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა.
ამჯერად, მათ მოინახულეს სპორტკომპლექსში განხორციელებული შიდა სამუშაოები და ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელი ე.წ. ჯორმუხის გზა, სადაც ეგება ასფალტო-ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. ასევე, დეტალურად გაეცნენ მილახვრიანთკარის, კობიაანთკარისა და მწითურის ქუჩებზე მიმდინარე საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
“აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელება როგორც ქალაქ დუშეთში, ისე მთლიან მუნიციპალიტეტში” – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება