ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა დასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით ბოლნისში ადგილობრივიმოსახლეობისათვის სკრინინგის აქცია გაიმართა.სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს,არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლშიგლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს, გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებასა დაინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა.აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძე,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და რეგიონული მართვისდეპარტამენტის უფროსი, ვლადიმერ გეთია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისწარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.სკრინინგის აქციის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მოსახლეობისჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.