fbpx

ქალაქ ბოლნისში, სიონის ქუჩის ერთ მონაკვეთზე
ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ
გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით
შერაზადიშვილთან და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან
ერთად, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბოლნისში
სიონის ქუჩის ერთ მონაკვეთზე გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ობიექტზე, 132 მეტრზე, ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი
ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 260 000
ლარს შეადგენს.
„სიონის ქუჩის ერთ მონაკვეთზე გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს. 132 მეტრ მოცულობა ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე საკანალიზაციო სისტემა მთლიანად მოწესრიგდა და
საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე კეთილმოწყობილი საგზაო
ინფრასტრუქტურა შეიქმნება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება