ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობითგამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა -ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს,საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა დაპაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად,გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედიფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და„ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე,მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა დაანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამისრეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებისარამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება