fbpx

ფრედერიკ ბერნარდს და ბიორნ ზიბერტს სააკაშვილის გასული წლის 14 ოქტომბრის წერილზე პასუხი მიუწერიათ-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი: სასოწარკვეთილების უკიდურესი სტადია იყო ამ წერილის შინაარსის გახმოვანება, მის რეალურ ხელმომწერთა ვინაობის თავდაპირველი დამალვა და ბელადის გიჟური სიხარული, რომ მსგავს წერილს მაინც ეღირსა ,,ფრედერიკ ბერნარდს და ბიორნ ზიბერტს სააკაშვილის გასული წლის 14 ოქტომბრის წერილზე პასუხი მიუწერიათ. ოღონდ არ დამიწყოთ ეხლა – ესენი ვინ არიან. სირცხვილია ევროსაბჭოს ორი კაბინეტის ამ ხელმძღვანელთა ვინაობის არცოდნა.” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის გამოგზავნილ წერილს, რომელსაც ხელს აწერენ არა შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, არამედ მათი აპარატის ხელმძღვანელები. “ფრედერიკ ბერნარდს და ბიორნ ზიბერტს სააკაშვილის გასული წლის 14 ოქტომბრის წერილზე პასუხი მიუწერიათ. ოღონდ არ დამიწყოთ ეხლა – ესენი ვინ არიან. სირცხვილია ევროსაბჭოს ორი კაბინეტის ამ ხელმძღვანელთა ვინაობის არცოდნა. არც ის მკითხოთ – მათ პასუხმა რატომ დააგვიანა 100 დღე. როგორც ჩანს – DHL-ზე ეკონომია გააკეთა ამ ორმა კლერკმა და პასუხი ვიღაცას “ავტოსტოპით” გამოატანეს… არც ის მკითხოთ, ამ ორმა საშუალო რგოლის ევროპელმა ჩინოვნიკმა რა ტიპის პასუხი აღირსა უკრაინის მოქალაქეს. მიიღეს რა მხედველობაში, რომ წარსულში ის სწორედ იმ ქვეყნის პრეზიდენტს წარმოადგენდა, საიდანაც სტრასბურგის სასამართლოს უპრეცენდენტო ტორპედირება ხორციელდებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების კონვენციის უკლებლივ ყველა პუნქტის დარღვევის ამსახველი სარჩელებით – მსჯავრდებულ სააკაშვილს შეახსენეს, თუ რა სტანდარტების დაცვაა საჭირო მსჯავრდებულთან მიმართებაში, რომ დღევანდელ საქართველოს ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი და ამაზე ევროპიდან ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგი… სასოწარკვეთილების უკიდურესი სტადია იყო ამ წერილის შინაარსის გახმოვანება, მის რეალურ ხელმომწერთა ვინაობის თავდაპირველი დამალვა და ბელადის გიჟური სიხარული, რომ მსგავს წერილს მაინც ეღირსა, თუნდაც 100 დღიანი დაგვიანებით. ჩემი ვარაუდი, რომ ადვოკატები მიზანნიმართულად მუშაობენ სააკაშვილის რთული ფსიქიკური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებასა და ამაში აღებული მუქთა ფულის ლეგალიზაციაზე – ჯერჯერობით კვლავ დასტურდება.” -წერს ქართველიშვილი facebook -ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება