fbpx

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფეიკ კამპანია მიმდინარეობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ფეიკ კამპანია მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, ჩატარდა ALDE-ს ყრილობა, შესაბამისად, იყო საშუალება, ოპოზიციას დაეეინიცირებინა რეზოლუცია და ახლა კითხულობენ, რატომ არ აკეთებს იგივეს მმართველი გუნდი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ამგვარი პრიმიტიული ფეიკებით ცდილობს ფონს გასვლას.

„გარდა დადანაშაულებისა, მრავალმხრივი ფრონტია გახსნილი, მათ შორის ფეიკ კამპანიების. მაგალითად, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი ფეიკ კამპანია მდგომარეობს იმაში, რომ უბრალოდ ALDE-ს ყრილობა იყო და იყო საშუალება, დაეეინიცირებინათ რაიმე სახის რეზოლუცია, მათ შორის ის, რაც დააინიცირეს. სოციალისტების ყრილობა არ ყოფილა და ბუნებრივია, ვერ დაინიცირდებოდა. რატომ არ აინიცირებს მმართველი გუნდი – აი, ასეთი პრიმიტიული და მდარე ფეიკებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ და ასეთი შემთხვევები იყო წინა დღეების განმავლობაშიც, მაგრამ უფრო მთავარია, ჩვენი თხოვნა ამ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება, გარკვეულწილად ფორმალურადაც კი მოგეჩვენოთ – უბრალოდ, უნდა გაჩერდნენ. თუ ვინმეს თავისი სამშობლოს სიყვარული ყველაზე პოზიტიური გაგებით აიძულებს, რომ დაანებონ თავი იმ სქემაში და გეგმაში მონაწილეობას, რომელიც ერთი მხრივ, ითვალისწინებს ჩემთვის პირადად იმ უტოპიურ დაშვებას, რომ უკრაინას და მოლდოვას მისცენ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა და ამის შემდეგ მათი გეგმა გრძელდება ასე – იქნებ, ამაზე გაბრაზებული ხალხით საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და შემდეგ აქედან გაიხსნას მეორე ფრონტი, რომელზეც აქამდე ვერ ბედავდნენ საუბარს და ახლა არა მინიშნებებით, პირდაპირ ალაპარაკდნენ. ამ სქემაში და გეგმაში მონაწილეობაზე თუ უარს იტყვიან ისინი, თავად ამ გეგმის არსებობასაც აზრი დაეკარგება.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად სამართლიანად ვეძახით ომის და ღალატის პარტიას, თავის უცხოელ ლობისტებს, რომლებიც ამ გეგმაში მათთან ერთად მოქმედებენ, ეტყვის, რომ ამ გეგმაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ და მათი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თუ სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში გამოვლენ ქუჩაში და რაღაც არეულობას დაგეგმავენ, მაშინ მათი ლობისტების მოქმედებებიც აზრს დაკარგავს. ანუ, ეს თეორიული შანსიც თეორიულ შანსად დარჩება. არავის ექნება ინტერესი აღარსად და არც მათი ლობისტები დაიხარჯებიან იმაზე, რომ ორ ქვეყანას თუ მისცემენ, მესამეს, საქართველოს არ მისცენ, თან იმ ქვეყანას, რომელიც წინ უსწრებს სხვა ორ თავის მეგობარ ქვეყანას ყველა პარამეტრით და კრიტერიუმით, ასოცირების ვალდებულებების შესრულების კუთხით. ამაზე ენერგიის დახარჯვა აღარ მოხდება. ეს არის ერთგვარი გარანტია საიმისოდ, რომ ამ გეგმას ფრთა არ შეესხას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქამდე თუ ომის თემას ემიჯნებოდნენ, ახლა ამაზე ღიად საუბრობენ.

„ამ კონტექსტში ფრთა აქვთ გაშლილი ორი მიმართულებით. ერთი – უკვე დაიწყეს საზოგადოების შეგუება. აქამდე ხომ ვერ ბედავდნენ, უარყოფდნენ და ემიჯნებოდნენ საერთოდ ამ თემას, უკვე ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და დიახ, ომის საკითხი დაადასტურა, უკვე თქვენი კოლეგა ერთ-ერთი არხიდან გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, ომის საკითხი დაადასტურა მანაც. ანუ, უკვე მიდის ღია პროპაგანდა და გატესტვა ომის საკითხისა, რომ დიახ, სუვერენიტეტს სჭირდება ომი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მათთვის მაქვს ასეთი პასუხი – თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისათვის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ. ამის მაგალითები გვაქვს წარსულიდან. მათი „ნაომარი“ ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან ობიექტური რომ ვიყო, ამ შემთხვევაში ყველას არ შევეხები. ძალიან კარგად გვახსოვს მათი უმრავლესობის ნაომარი, ოღონდ სხვა მიმართულებით, არა ქართლის, ცხინვალის, სამეგრელოს, თუ აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ცხელი წერტილები იყო. წითელი ხიდის მიმართულებით უფრო გვახსოვს რაღაც რაღაცები. ამ ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან სჭირდება მშვიდობა, ეს არის ეროვნული ინტერესიც და ქვეყნის გადარჩენის გზაც. ასე გვჯერა, ეს ასეა და ამიტომ დავდივართ ამ გზაზე – მშვიდობის გზაზე, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამავდროულად, მდინარაძე ამბობს, რომ მეორე მიმართულებით მიმდინარეობს ეროვნულ ინტერესებზე დარტყმების გატესტვა.

„ზოგი დავით აღმაშენებელს აგინებს, ზოგი მის შთამომავლობას, ზოგი ერეკლე მეფეს და ა.შ. ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის და ვინც ამას ახმოვანებს, ვიღაც ერთი და ორი სახელი და გვარი კიარ არის, ეს არის სწორედ „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ქართული საზოგადოება და ზოგადად ეს ქვეყანა თავისი წმინდანების, ეროვნული იდენტობის ნაწილს ვინც წარმოადგენს, ჩვენი ისტორიის, კულტურის, თუ ასე შემდეგ სხვა ფასეულობების წინააღმდეგ დატყმებს. საქართველო ამას არასდროს შეეგუბა. თავი დაანებონ ომის პროპაგანდას და მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება