fbpx

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება. ბიზნესომბუდსმენმა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფიტნესინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომელთა შესრულებაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწევთ.

რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას.

ვარჯიშისას ფიტნეს დარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება, თუმცა აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა პირსახოცების ერთჯერად ცელოფნებში განთავსება, 2 საათში ერთხელ დასუფთავება და სოციალური დისტანცია.

ფიტნესცენტრების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მოაზრება გაუჭირდებათ.

„რეალურად, რჩება ვენტილაციისა და კონდიცირების თემა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველანაირად მოვერგოთ ყველანაირ რეგულაციას, თუმცა, გვინდა, რომ დარბაზში შენარჩუნებული იყოს ის ტემპერატურა, რაც მომხმარებლისთვის კომფორტული იქნება და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას თუნდაც, უჰაერობის გამო, – აცხადებს „ოქტუპუს ფიტნეს ცენტრის“ დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი

გაუზიარე!

Shares