fbpx

ფეხებზე მკიდია კორონა, გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს – ბათუმში აქციაზე კასრები მიიტანეს

ფეხებზე მკიდია კორონა, გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს – ამ სიტყვებით მიმართა ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, ჯელალ ქიქავამ.

მისი თქმით, თუ ოპოზიციის მოთხოვნები საღამოს 8 საათამდე არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები გავლენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, არ დაემორჩილებიან კანონს და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას.

ქიქავას გამოსვლის შემდეგ ბათუმის აქციაზე გასათბობად კასრები მიიტანეს, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ამ კასრებზე „გაზპრომის“ წარწერების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

ცნობისთვის: ჯელალ ქიქავა 2017 წლამდე „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ამავე პარტიიდან ბათუმის მერობის კანდიდატი იყო, 2017 წელს კი კონსულტაციების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს შეუერთდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება