fbpx

ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა – მთავარია აღქმები. სანამ ოპომედიის ნაწილი რუსული, სომხური და ყაზახური ტრაილერების პარკინგებზე დარბოდა “ლაივებით”

დავით ქართველიშვილი-ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა – მთავარია აღქმები. სანამ ოპომედიის ნაწილი რუსული, სომხური და ყაზახური ტრაილერების პარკინგებზე დარბოდა “ლაივებით”, ხოლო მეორე ნაწილი – რუსთავის ციხიდან გამოსულ თითოეულ სასწრაფო დახმარების მანქანას დასდევდა ასევე ისტერიული პირდაპირი ჩართვებით – ერთი სენსაციური და სკანდალური ამბავი თითქოს მივიწყებას მიეცა: ჭუტავიზიის breaking news-ის თანახმად, ერთი თვის წინ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, საქართველოში თურმე სანქცირებული და კონტრაბანდული საწვავი შემოიტანა!სკანდალს დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ამ მედიაშულერებმა და ფეიკმეიქერებმა მალევე დაადგინეს, რომ ტვირთის პატრონი – მათი “მამა-მარჩენალი” და მედიამაგნატი დავით კეზერაშვილი ყოფილა, ხოლო საწვავის მიმღები – მისი კომპანია “გალფი”. როგორც ჩანს, მრავალფერიან დროშებს შორის – ცისარტყელას მებაირაღეებს რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. რუსეთის საზღვაო ტვირთმზიდით კონტრაბანდული საქონლის შემომტანი კეზერაშვილის მიმართ სასწრაფოდ პერსონალური სანქციების დაწესებას მოვითხოვთ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება