fbpx

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არავის საქმიანობას არ ზღუდავს – აშშ-ში მოქმედი კანონი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშშ-ში მოქმედი კანონპროექტი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა აშშ-ში არსებულ კანონმდებლობასა და მოძრაობის მიერ წარმოდგენილ ვერსიას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დავაფუძნეთ აშშ-ის კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსია. რამდენიმე მუხლს აღვნიშნავ, კერძოდ:

აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ვინმემ უცხოური წყაროდან მიღებული თანხებს დამალავს და შესაბამის ორგანოებს არ აცნობებს; ჩვენ შემთხვევაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა, რომელიც, რა თქმა უნდა, სოლიდურია (25 ათასი ლარი), მაგრამ ჯარიმაა და არა –  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის  თანახმად, იმ იურიდიულმა პირებმა, NGO-ებმა, თუ სხვა მედია საშუალებებმა, რომელთა დაფინანსების 20% -ზე მეტი არის უცხოური წყაროებიდან, მხოლოდ მაშინ უნდა შეავსონ ფინანსური დეკლარაცია, ისიც წელიწადში ერთხელ (ჩვენ არ ვითხოვთ თითოეული თეთრი აღრიცხონ, განსხვავებით აშშ-ის კანონმდებლობისაგან, სადაც ნებისმიერი თანხის აღრიცხვას ითხოვენ). ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და შესავსებად ძალიან მარტივი ფორმა იქნება. აშშ-ის  კანონმდებლობა ყველა გაფორმებული კონტრაქტის ელექტრონულად ატვირთვას ითხოვს (გიული ალასანიას მიერ გაფორმებული კონტრაქტი, სადაც მითითებული იყო დამკვეთის მისამართი, სწორედ ამ კანონის თანახმად  გავიგეთ; ასევე, რომ ისინი ნიუ-ორკში კიდევ ერთ  საკმაოდ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობდნენ). 

იმის ნახევარსაც არ ვითხოვთ, რამდენსაც – აშშ-ის კანონმდებლობა.  ჩვენ ვითხოვთ, რომ  იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენა აქვთ, უცხოური ძალებისგან მიღებული ფინანსური წყაროები გამჭვირვალე იყოს“, –  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება