fbpx

უცხოეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისები დაინიშნა

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე საქართველოში მოქალაქეები საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით ბრუნდებიან.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, სულ 61 ავიარეისი განხორციელდა.

დავით ზალკალიანის თქმით, ავიარეისების დაგეგმვა ახლაც მიმდინარეობს.

დღეის მონაცემებით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2828 მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის არიან ორსულები და ხანდაზმულები.

რაც შეეხება დაგეგმილ რეისებს, ხვალ, მოქალაქეებს ბერლინიდან ჩამოიყვანენ, თუმცა განისაზღვრა ახალი რეისებიც.

კერძოდ, 12 მაისს, თბილისი-ლონდონის მიმართულებით, 15 მაისს – თბილისი- ამსტერდამის მიმართულებით, რომლითაც სპეციალურად ისარგებლებენ მხოლოდ ამერიკიდან წამოსული მოქალაქეები.

18 მაისს, შესრულდება თბილისი-ლარნაკას რეისი, 20 მაისს, თბილისი – ათენი. 22 მაისს კი, სპეციალური რეისი რომიდან შესრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება