fbpx

უცნობი ისტორია ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის შესახებ

ვერაფრით ძვრა ვერ მოუხერხეს, სანამ ლაშა ტალახაძემ არ ამოიღო მიწიდან – უცნობი ისტორია ქართველ ჩემპიონზე

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საზოგადოებას ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის შესახებ საინტერესო ისტორიას უზიარებ:

“ლაშაზე ერთ ამბავს მოგიყვებით: მეათე საუკუნის ჯრუჭის მონასტერი 91 წლის რაჭის მიწისძვრის დროს დაინგრა. ლოდები ხევში ჩაცვივდა. წლების წინ დაიწყო ტაძრის აღდგენა.

ერთერთი ლოდი, წმინდა გიორგის ბარელიეფით, კალაპოტში იყო ჩავარდნილი და ტექნიკა ვერ მიუყენეს, ვერაფრით ძვრა ვერ მოუხერხეს, დიდი ხანი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გამოსახულების ტაძრის პერანგზე დაბრუნებას, სანამ ლაშა ტალახაძემ არ ამოიღო მიწიდან და მთის წვერამდე ხელით არ აიტანა. ეს იყო სასწაული.” – წერს სოცქსელის მომხმარებელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება