fbpx

უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომში იმყოფება დღეს საქართველო, სადაც ყველანაირი რაციონალური ანალიზის მიღმა კეთდება დასკვნები და განცხადებები

თვალსაჩინო მაგალითი იმისა,თუ როგორ მუშაობს “აღქმის პოლიტიკა”…

როდესაც მავანნი ქმნიან “პოლიტ-კონიუქტურას” და შენ საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობ,რაც თავისთავად შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს თავსმოხვეულ ჩარჩოებს, მაშინ მოქმედებაში მოდის ე.წ. “მეინსტრიმ-კამპანია” რომელიც პირდაპირ გულისხმობს-მთავარია აღქმები და არა ფაქტები…

უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომში იმყოფება დღეს საქართველო, სადაც ყველანაირი რაციონალური ანალიზის მიღმა კეთდება დასკვნები და განცხადებები.

ამის კლასიკური გაგებაა,როდესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხარ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხრივ,მაგრამ მაინც არასაკმარისს აკეთებ.
ასობით საერთაშორისო რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი ხარ,თუმცა არ იმჩნევენ…
რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკრიტიკებენ და თვითონ 30,50 და 100% ითაც კი გაზარდეს იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები…

“ფაქტი ჯიუტია”!
საქართველო დღეს, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით მიზერულ სარგებელს ნახულობს,
თუმცა
ასეთია “პოლიტ -კონიუქტურის”
ბუნება-არ ჩაერთო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში, არ შეასრულა ე.წ”მეხამრიდის” როლი, არ აღმოჩნდა კონფლიქტის დივერსიფიცირებელი!

ყველა გონიერი ხელისუფალის ვალია, ასეთი გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს იმოქმედოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან!

“აღქმის-პოლიტიკა” ამოწურავს საკუთარ დღის წესრიგს და დაგვრჩება ჯიუტი ფაქტები-გადარჩენილი ქართული ეკონომიკა და გაუნადგურებული საქართველო! წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე

მშვიდობასაქართველოს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება