fbpx

უნგრეთი პუტინის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ უკრაინას თავს დაესხმებოდა-ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა.

“უნგრეთი რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ ღიად აცხადებს. უფრო მეტიც, უნგრეთი პუტინის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ უკრაინას თავს დაესხმებოდა,” – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, უნგრეთს უკრაინის გარკვეული ტერიტორიის მითვისებაც სურდა.

“რატომღაც მათ სჯეროდათ, რომ შეძლებდნენ ტერიტორიიდან ნაწილის მიტაცებას. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება ამ ქვეყნისთვის ომს”- განაცხადა დანილოვმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება