fbpx

უმოკლეს ვადაში დავაფუძნოთ არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციითა და დასახელებით – ” მიწის დაცვის ასოციაცია”- მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს-

მეგობრებო, დღეს მოხდა თანამოაზრეთა შეკრება, რომელზედაც გადავწყვიტეთ დავიწყოთ მუშაობა და უმოკლეს ვადაში დავაფუძნოთ არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციითა და დასახელებით – ” მიწის დაცვის ასოციაცია” .ასოციაციის ძირითადი მიზანი, ვალდებულება და “მოტტო” განსხეულებულია მის დასახელებაში და ვფიქრობ მეტ დეტალიზაციას ამ ეტაპზე არ საჭიროებს.ორგანიზაციის დაფუძნებასა და შემდგომ მის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: [email protected] ; სასურველია მომართვას მისცეთ განცხადების ფორმა, ხოლო განცხადების ადრესატად მიუთითოთ ” “მიწის დაცვის ასოციაციის” საინიციატივო ჯგუფი ” ; განცხადებაზე სასურველია გააკეთოთ ელექტრონული(ციფრული) ხელმოწერა. თუ ეს თქვენთვის შეუძლებელია, მაშინ საჭირო იქნება ნატურალური ხელმოწერის გაკეთება რეალურ ქაღალდის ფურცელზე, რომელსაც შემდგომ დაასკანერებთ და გადმოაგზავნით მითითებულ ელფოსტაზე. გთხოვთ განცხადებას თან დაურთოთ თქვენი დაწვრილებითი ავტობიოგრაფია( CV) თქვენივე ფოტოთი. ელფოსტაზე გამოგზავნილ ელ.წერილს (მეილს) გრაფაში „საგანი“( Subject) მიუთითეთ ფრაზა „მიწის დაცვა“. გთხოვთ , განცხადებები სავალდებულოდ მოამზადოთ და გადმოაგზავნოთ “Word” ფორმატში.აღნიშნული განაცხადების მიღება შეწყდება 2021 წლის 15 მარტს.ორგანიზაციის დამფუძნებელთა და საერთოდ, წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონგრესი ჩატარდება საორიენტაციოდ მიმდინარე წლის აპრილის ბოლო დეკადაში. ყველა განცხადების (განაცხადების) ავტორებს პირადი ელწერილით ეცნობებათ დამფუძნებელი კონგრესის ჩატარების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გადაეგზავნებათ სადამფუძნებლო დოკუმენტების ელექტრონული(ციფრული) ასლები.12-კაციანი საინიციატივო ჯგუფის სახელით,მირიან ყარაულაშვილი.პ.ს.: გთხოვთ, ეს განცხადება გაავრცელოთ მაქსიმალურად გაზიარების ან ასლის გადაღების საშუალებით, ნებართვის აღების გარეშე. 22.02.2021 წ.20:00 სთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება