fbpx

უკრაინული მედია: თავდაცვის სამინისტროს „ზურგის ვირთხები” ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში

თავდაცვის სამინისტროს „ზურგის ვირთხები” ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში, – ამ სათაურით ვებგვერდ ZN.UA-ზე ჟურნალისტ, იუნი ნიკოლოვის სტატია გამოქვეყნდა.

როგორც ის წერს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მისმა წყაროებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული შეთანხმება მიაწოდეს, რომელიც 6 ოლქში სამხედრო ნაწილებში დისლოცირებული ჯარისკაცების კვებას შეეხება.

როგორც ნიკოლოვი აღნიშნავს, 13,16 მილიარდი გრივნის ღირებულების შეთანხმება 2022 წლის 23 დეკემბერს არის გაფორმებული. მას შედარებისთვის მოჰყავს ამავე რეგიონებში 2021 წელს ჯარისკაცების კვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც პროდუქტებზე ფასები განსახვევებულია. კერძოდ, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყველაზე გაყიდვად პროდუქტებზე ფასები 2-3-ჯერ მეტია.

„ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, განსახვავება გაოცებას იწვევს, რადგან 1 წლის განმავლობაში ფასებზე ზრდამ 26,6% შეადგინა და არა 266“, – ვკითხულობთ სტატიაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება