fbpx

უკრაინელი ნაცები,რომ ათეთრებენ ადეიშვილს გასაგებია და ვიცით,მაგრამ…

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინაში საქართველოდან გაქცეულ ძებნილ ზურაბ ადეიშვილზე სოციალურ ქსელში წერს:

“უკრაინელი ნაცები,რომ ათეთრებენ ადეიშვილს გასაგებია და ვიცით,მაგრამ…

ევროპულ საბჭოში არავინ დარჩა ჭკუათმყოფელი,რომ ეს მოძალადე ნაძირალა არ გამოფინოს და ირიბად რეპუტაციის “რეცხვაში” არ მიეხმაროს?!

სამარცხვინოა, იმ ტრიბუნასთან,საიდანაც ადამიანის უფლებების დაცვა-გარანტირება ჟღერდება, ასეთი მოძალადე და ელიტური კურუფციის შემოქმედი დააყენო…

ნეტა,რა ფაქტები მოიყვანა მაგალითებად ადეიშვილმა, როგორი მარტივია ჯარისკაცების ხარჯზე გამდიდრება, ბიზნესის “რეკეტით” ბიუჯეტის შევსება და რეფორმების სახელით ადამიანის უფლებების ხელყოფა?!”-წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება