fbpx

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას ერთი წევრი გამოაკლდა

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ პროცესში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობა კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა. დღემდე გამოქვეყნებული არ არის 18-დან ერთ-ერთი კანდიდატის, ხატია ჯავახიშვილის 

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, შესაბამისად ის ვეღარ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და მისი რეგისტრაცია უქმდება.
აღსანიშნავია, რომ ხატია ჯავახიშვილი მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაკავშირებული პირია, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი ვანო ბოლქვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორია. ამასთან, ხატია ჯავახიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კონსულტანტია 2018 წლიდან, მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროს კონსულტანტად 

მუშაობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება