fbpx

უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს-რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს-

არგუმენტირებული მსჯელობის უუნარობის და ემოციების ფონზე სუსტი ნებისყოფის, ზრდილობასთან შეუთავსებლობის მწვავე ფაზაში მყოფი და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი სუბიექტები მოწინააღმდეგის ლანძღვაზე, გინებაზე და ზოგჯერ წყელვა-კრულვაზეც კი გადადიან. ყველა ბრძოლას თავის წესები აქვს, რომელსაც ანჩხლი და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებული მხარე ნებსით თუ უნებლიედ სამწუხაროდ არღვევს ხოლმე. მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა და მათზე ამორალური ძალადობა კი უკვე უპატიებელი მორალური ტერორია! უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს! P.s სიძულვილის ენა მავნე და შხამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება