fbpx

უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინა, არ დაგვზოგოთ-ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“არც ის მაინტერესებს ვინ მივიდა მოლში 7 საათზე და არც ის, ვინც იმის დათვლით ერთობა ვინ მივიდა მოლში.

ჩვენ ვართ ძალიან უტვინო ხალხი.

სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აი თითქმის ყოველდღე მომდის მეილზე ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი მილიონი გამოგვიყო ევროპამ ეკონომიკის აღსადგენად, ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზებისთვის, კოვიდ19–თან ბრძოლისთვის, (აი, სულ ბოლოს 100 მილიონი ევრო, მანამდე კიდევ უამრავი).

ხელისუფლება ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე, ზის ჩუმად და ჭამს ამ ფულს. ჩვენ ვსხედვართ ჩუმად და ვეხვეწებით, სავაჭრო მოლები საღამოს შვიდზე კი არა, რვაზე დახურეო.

ბიზნესი აკრძალეს, ადამიანებს ცხოვრება აუკრძალეს, 300 ლარიანი დახმარება გადაუგდეს ორ კაცს, არანაირი კომპენსაცია, არავითარი შეღავათი. ბიზნესი წუწუნებს საწყლად და მორჩა.

კი არ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, ვწუწუნებთ და მოვთქვამთ.

გახარიამ გუშინ ისიც კი გაბედა პარლამენტში ერთქვა, რაც არის საგადასახადო შეღავათები უნდა გადავხედოთ და გავაუქმოთო. რატომ არ გაბედავდა? ძალაუფლებაში დავტოვეთ ხელისუფლება, რომელიც პანდემიის დროს გაბედნიერდა და გამდიდრდა, ჯანდაცვა ფეხებზე დაიკიდა, არაფერი არ გააკეთა, მათი ნაძირლობის გამო ახლა გაურკვეველი ვადით ვართ გამოკეტილები.

ვაქცინაზე ჯერ არც იფიქროთო. არადა მაქსიმუმ ორ კვირაში შეუძლიათ ვაქცინის შემოტანა რომ მოინდომონ, მაგრამ არ აინტერესებთ. ვინ თხოვს? რატომ შეიწუხებენ თავს?

ჩვენ ვსხედვართ და ვღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე. ახია ჩვენზე.

უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინა, არ დაგვზოგოთ!”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება