fbpx

უაპელაციოდ დამდეს ბრალი იმ ტრაგედიაში, რომელიც სასტუმრო „ქართლში“ დატრიალდა-სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი-

პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, ჩვენი თანამოქალაქის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.აქვე მინდა გამოვეხმაურო 17 იანვარს, ტელეკომპანია ,,მთავარში” გასულ სიუჟეტს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უაპელაციოდ დამდეს ბრალი იმ ტრაგედიაში, რომელიც სასტუმრო „ქართლში“ დატრიალდა.სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების გაუსაძლისი პირობები ჩემი მინისტრად დანიშვნისთანავე შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ შენობას არ ჰქონდა მინიჭებული ნგრევადი ობიექტის სტატუსი. სწორედ ჩემი ინიციატივით დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა და შენობას მიენიჭა ნგრევადი ობიექტის სტატუსი, რათა დღის წესრიგში დამდგარიყო დევნილი ოჯახების უპირობო გაყვანა აღნიშნული ობიექტიდან. თუმცა, ამ ფაქტიდან მალევე მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და ბუნებრივია, შემდგომ პროცესთან შეხება ვეღარ მექნებოდა.,,ნაციონალური მოძრაობისგან” და მათი კუთვნილი ტელევიზიებისგან საზოგადოება მიჩვეულია ერთდღიან „ფეიკნიუსებს“, მაგრამ არხის მიერ მომზადებულ ამ კონკრეტულ სიუჟეტში ,,ნაცმოძრაობის” წევრების კომენტარები ყოველგვარ ზღვარს სცდება. მათ ბრალი დამდეს კოროფციულ გარიგებაში, რომელმაც თითქოს გამოიწვია ეს ტრაგედია.ეს არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩვეული ცილისწამება და ამორალური ტყუილი. ისინი მუდმივად ადამიანური ტრაგედიებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათთვის ადამიანის სიცოცხლე არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და მთავარია, ნებისმიერ ფასად მოსახლეობაში ნეგატიური მუხტი გამოიწვიონ.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა ის ბინძური ბრალდება, რომელიც სიუჟეტში ჩემს მიმართ იყო გაჟღერებული, არის ცილისწამება, მიმართულია ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვისკენ და ვაპირებ, ცილისმწამებლური სიუჟეტის მთავარ ფიგურანტებს სასამართლოში ვუჩივლო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება