ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა
მილოს სანჩეს შეხვდა.
მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის
პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს, საქართველოს ტურისტული
მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა.
Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია
თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების,
სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების
პოპულარიზაციის მიზნით.
Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და
მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის
ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სამი მილიონი
ტურისტული განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის,
საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიის შესახებ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება